Johnson&Johnson, Pfizer, Roche - რომელია 10 უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია მსოფლიოში

კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ფარმაცევტულ კომპანიებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფარმაცევტული კომპანიების პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო რეკორდულად გაიზარდა მათი შემოსავლებით.

ამერიკულ გამოცემა Visual Capitalist-ის მიხედვით, მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში 50 უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის შემოსავალმა 851 მილიონ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ათეულში შემავალი 10 უმსხვილესი კომპანიიდან 6 ამერიკულია, 2 შვეიცარული, 1 დანიური და 1 ბრიტანული.

გთავაზობთ გამოცემის მიერ დასახელებულ უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების სიას:

Johnson&Johnson

ამერიკულ კომპანია Johnson & Johnson-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 428.7 მილიარდი აშშ დოლარია. კომპანიამ 2020 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, რამაც მისი შემოსავალი საგრძნობლად გაზარდა.

Roche

Roche შვეიცარიის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ონკოლოგიის, იმუნოლოგიის, ინფექციური დაავადებების, ოფთალმოლოგიისა და ნეირომეცნიერების სფეროებში წამყვან პოზიციას იკავებს. 2019 წელს Roche-ს გაყიდვები 16%-ით გაიზარდა. ამჟამად მისი საბაზრო ღირებულებს 320 მილიარდი აშშ დოლარია.

Pfizer

სიაში მე-3 ადგილს კომპანია Pfizer იკავებს, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად ვაქცინებს აწარმოებს. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალი 219 მილიარდი აშშ დოლარია და გასულ წელთან შედარებით 86%-იანი ზრდა აქვს.

Eli Lilly

ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Eli Lilly-ის საბაზრო ღირებულება 208 მილიარდი აშშ დოლარია. 2019 წელს ის 125 მილიარდი დოლარი ღირდა.

Novartis

Novartis კიდევ ერთი უმსხვილესი შვეიცარული კომპანიაა, რომელიც ფარმაციაში 25 წელია მოღვაწეობს. კომპანიის საბაზრო ღირებულება 207 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამასთან, ათეულში შედიან:

  • ამერიკული AbbVie (ABBV) - კაპიტალიზაცია 202.60 მილიარდი დოლარი
  • ამერიკული Merck (MRK) - კაპიტალიზაცია - 191.67 მილიარი დოლარი
  • დანიური Novo Nordisk (NVO) - კაპიტალიზაცია - 187.83 მილიარდი დოლარი
  • ბრიტანული Astrazeneca (AZN) - კაპიტალიზაცია - 152.28 მილიარდი დოლარი
  • ამერიკული Bristol-Myers Squibb (BMY) - კაპიტალიზაცია - 145.80 მილიარდი დოლარი

ბექა ბერიაშვილი