დიდი ბრიტანეთი მძღოლებზე 10 ათას დროებით ვიზას გასცემს

ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს გასცეს 10 ათასი დროებითი ვიზა უცხოელებზე, რომ არ დაუშვას ბრიტანულ მაღაზიებსა და ავტოგასამართ სადგურებში პროდუქციის დეფიციტი. ამის შესახებ ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა განაცხადა.

„ზომების ეს პაკეტი დაფუძნებულია მნიშვნელოვან გატარებულ სამუშაოზე, რომელიც ჩვენ უკვე გადავდგით, რათა შევამსუბუქოთ არსებული კრიზისი ბრიტანეთის მასშტაბით. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალებშია, რათა დაეხმაროს საკვები პროდუქტების გადამტანებს და ბენზინგასამართ სადგურებს სატვირთოების მძღოლების დეფიციტის აღმოფხვრაში. 18 რთული თვის შემდეგ მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანისთვის შობა და სწორედ აქედან გამომდინარე ვიღებთ შესაბამის ზომებს ასე ადრიანად, იმისთვის, რომ მზადება შობისთვის გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, 5 ათასი ვიზა გაიცემა დიდი სატვირთოების მძღოლებზე, ხოლო კიდევ 5,5 ათასი მეფრინველეობის ფაბრიკებში დასაქმებულებისთვის. ამასთან, 1 მილიონამდე წერილი გაიგზავნება იმ მძღოლებზე, რომლებიც ახლახან გავიდნენ პენსიებზე, რათა კვლავ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ინტერესის გაღვივებისთვის კი მათთვის განკუთვნილია არსებულზე უფრო მაღალი ხელფასი.

საავტომობილო გადაყვანების ასოციაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში რეალურად 100 ათასზე მეტი ვაკანსიაა სატვირთოების მძღოლებზე. დეფიციტი დაკავშირებულია როგორც პანდემიასთან, ასევე ბრექსიტთან.

კოკა კვირკველია