ფინანსთა მინისტრი „ნამახვანჰესზე“ - მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში მოხდეს მისი დასრულება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოხდება გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

მისივე განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში დასრულდეს.

„ბუნებრივია, ჩემი შეფასებები ვერ იქნება იმ ფორმის, რამაც შესაძლებელია, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს იმ პროცესზე, რომელიც ახლა კონკრეტულად მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან“. იმედს გამოვთქვამ, რომ ის პერიოდი, რა პერიოდიც აქვს გაცხადებული კომპანიას ხელშეკრულების შესაწყვეტად, თუ არ ვცდები ეს არის ერთთვიანი პერიოდი, იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კომპანიასთან მოხდეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა და სურვილი არის ის, რომ შეთანხმება გულისხმობდეს, რომ კომპანიამ გააგრძელოს პროექტი და ეს პროექტი დასრულდეს იმ ვადებში, რა ვადებშიც იყო განსაზღვრული. რა თქმა უნდა, პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში მოხდეს მისი დასრულება“, - განაცხადა ხუციშვილმა.