რატომ არის მნიშვნელოვანი პროდუქციის შეფუთვა, ანუ როგორ მივიზიდოთ მომხმარებელი

მხოლოდ კარგი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, გაყიდვის გარანტიას საერთოდაც არ იძლევა. იმისთვის, რომ მომხმარებელი კონკრეტული პროდუქტით დაინტერესდეს, მისი ყურადღება პირველ რიგში, ეტიკეტმა ან შეფუთვამ უნდა მიიპყროს. საინტერესო დიზაინი და რაც მთავარია, შეფუთვის ხარისხი, სულ რამდენიმე წამში მიაღებინებს კლიენტს შეძენის გადაწყვეტილებას. ხოლო, უინტერესო, მოსაწყენმა და არამიმზიდველმა ვიზუალმა, შესაძლოა, სრულიად შესანიშნავი პროდუქტი ისევ რეალიზაციის გარეშე დატოვოს.

თანამედროვე სამყაროში შეფუთვას განიხილავენ როგორც მარკეტინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას. ამ მხრივ, ყველაზე ორიგინალური ინდივიდზე მორგებული შეფუთვაა, როდესაც კომპანია თითოეული მომხმარებლის სურვილს, განწყობას ითვალისწინებს და პროდუქციას სპეციალურად მისთვის ამზადებს.

როგორც მარკეტერები აცხადებენ, კარგ შეფუთვას, გაყიდვების მნიშვნელოვნად ზრდასთან ერთად, ერთგული მოხმარებლების შეძენა შეუძლია, რადგან ბრენდის მიმართ დამოკიდებულებას, თავად კომპანიის მიერ მომხმარებლისადმი მიდგომა ქმნის.

სწორად შერჩეული მარკეტინგით, კერძოდ, შეფუთვით, გაყიდვები 400%-ით გაზარდა ყავა pele-მ. არსებობდა მოსაზრება, რომ კაფეში შეკვეთილი ყავა გაცილებით ახალი იყო, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი შეფუთვა. ამ თეორიის გასაბათილებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ ყოველდღე ახალი ყავა გამოდის, კომპანიამ თითოეული პროდუქტი იმავე დღეს გამოცემულ გაზეთის ფურცლებში შეფუთა. აღნიშნული მიდგომა იმდენად წარმატებულ აღმოჩნდა, რომ კომპანიის გაყიდვები 4-ჯერ გაიზარდა.

ყველასთვის ცნობილმა ჩიფსების კომპანია Lay's-მა კი, 10 000 ინდივიდუალური შეფუთვა გამოუშვა, რომელზეც მომხმარებლის მიერ გაგზავნილი ფოტოსურათები იყო აღბეჭდილი. შეფუთვის ამ ფორმამ კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ არც ისე შორეულ წარსულში, საქართველოში ხარისხიანი შესაფუთი მასალების ჯერ კიდევ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიოდა. თუმცა, დღეისათვის ამის საჭიროება აღარ დგას, რადგან მაღალი სტანდარტების შესაფუთი მასალების და ინდივიდუალური მიდგომით წარმოება, საქართველოშიც შესაძლებელია.

კომპანია „კოლორპაკი“, ინოვაციური მიდგომებით მუდმივად ახერხებს ერთგული მომხმარებლების შეძენას. კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას. კერძოდ, მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანთებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს, კალენდრებს, პოსტერებსა და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, პროდუქციის შესაქმნელად უახლესი ტექნოლოგიები, ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდი და საღებავები გამოიყენება.

ამ დროისთვის, „კომპანია“ მომხმარებელს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას თავაზობს.

„კომპანიისთვის და თითოეული თანამშრომლისთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია, როგორც მომსახურების ასევე პროდუქციის კუთხით. გარდა ამისა, ჩვენი შეთავაზება მრავალფეროვანია, კომპანიებს ვთავაზობთ წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, რბილი და მყარი შეფუთვის, თვითწებადი ეტიკეტების, სარეკლამო მასალები და სხვა პროდუქტების დამზადებას“,- აცხადებენ კომპანიაში.

მნიშვნელოვანია, რომ „კოლორპაკს“ აქვს დიზაინერული სტუდია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება თავიანთი პროდუქტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს. ამასთან, კომპანია აღჭურვილია უახლესი მანქანა-დანადგარებით, ერთ-ერთი ასეთია HP INDIGO, რომელიც ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში და მომხმარებლის მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს ხარისხის და სისწრაფის კუთხით.

გარდა ამისა, კომპანიამ გადაწყვიტა, კიდევ ერთი მიმართულების განვითარება. საუბარია, Stand Up Pouch-ზე. ეს არის ფეხზე დამდგარი ზიპიანი პაკეტი, რომელიც მოსახერხებელია ყველანაირი პროდუქტის შესანახად და საწარმოებლად.

„2021 წელს დავიწყეთ ზიპიანი პაკეტების დამზადება, ეს შეფუთვა საქართველოსთვის სიახლეა და ამ მიმართულებით კონკურენტი არ გვყავს. მსხვილი კომპანიისთვის თუ მცირე სტარტაპერისთვის ამ შეფუთვაში პროდუქტის დაფასოება ძალიან მარტივია. ამასთან ერთად, ვიზუალურად არის განსხვავებული და მომხმარებლის ყურადღებას მომენტალურად იპყრობს. მომხმარებელს აღარ უწევს დამატებითი ჭურჭლის გამოყოფა ამა თუ იმ პროდუქტის შესანახად. ამ შეფუთვას სხვადასხვა სახელით იცნობენ საქართველოში - ფაუჩი, ზიპიანი პაკეტი, დოიპაკი და ფეხზე დამდგარი პაკეტი.

ფაუჩის შეფუთა გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტისთვის - თხევადი, მყარი საკვები, მარცვლეული, თხილეული, ჩირეული, ჩიფსები, ბოსტნეული, ჩაი, ყავა და სხვა. ამ შეფუთვის ბარიერული ფენები ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას.

კოლორ ჯგუფში პაკეტი სხვადასხვა სპეციფიკაციით არის შესაძლებელი რომ დამზადდეს. დავიწყოთ ბეჭდვით, ბეჭდვა შესაძლებელია როგორც მცირე ტირაჟების, ასევე დიდი რაოდენობების. საბეჭდი დანადგარები გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ბეჭდვის სხვადასხვა ტიპი, როგორც ღრმა ბეჭდვა, ასევე ციფრული ბეჭდვა. ციფრული ბეჭდვის შემთხვევაში არ გვჭირდება დამატებით საბეჭდი ფორმები და სახეობებში არ ვზღუდავთ მომხმარებელს, ეს ყოველივე HP INDIGO 20 000-ის დახმარებით არის შესაძლებელი.

ბეჭდვის შემდგომ აუცილებელია ხაზი გავუსვათ მასალების მრავალფეროვნებას, შეფუთვა შეგვიძლია დავამზადოთ სხვადასხვა ტიპის მასალით - გამჭირვალე, პრიალა, მატი, მეტალიზირებული და ალუმინის. შეფუთა არის მსუბუქი წონის, მაგრამ საკმაოდ მყარი, ამასთან ერთად დამატებით შესაძლებელია ქონდეს სახელური ან ევრო საკიდი და ზიპიანი ჩამკეტი“,- აცხადებენ კომპანიაში.

ნინი ქეთელაური