Google-მ ფლაგმანური სმარტფონების რეკლამირებისთვის ჩიპსების პაკეტი გამოიყენა

Google მომავალი ფლაგმანური ტელეფონების, Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-ს მთელს მსოფლიოში რეკლამირებისთვის ორიგინალურ მეთოდებს მიმართავს. იაპონიაში მან Google Original-ის კარტოფილის ჩიფსები გამოუშვა, რომლის შეფუთვის დიზაინი Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-ს უკანა მხარეს შეესაბამება. ინფორმაციას 9to5google.com ავრცელებს.

ჩიპსების სერიის წარმოებაზე ყურადღება იმიტომ გამახვილდა, რომ ამ ტელეფონებში Tensor SoC (system on a chip) ანუ Google-ის პირველი სამომხმარებლო ჩიპის სისტემა იქნება მოთავსებული.

ამდენად, ფლაგმანური მობილურების დიზაინის შეფუთვაში მოთავსებულ პროდუქტად ჩიპსი ტელეფონში გამოყენებული პირველი Tensor ჩიპის ასოციაციისთვის შეირჩა. Google-მა ჩიპსების წარმოება მას შემდეგ ჩაუშვა, რაც Tensor SoC-ის ზოგიერთ ტექნიკურ მახასიათებელზე ინფორმაციამ გამოჟონა.

„Google-ის პირველი ჩიპებით აღჭურვილი სმარტფონის გამოშვებამდე, ჩვენ დაგიმზადეთ „ნამდვილი ჩიპ(ს)ები“, რაც საშუალებას მოგცემთ, უმოკლეს ვადაში განიცადოთ მათი მიმზიდველობა,“ - ნათქვმია კომპანიის სარეკლამო რგოლში.

Google-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სულ 10 000 პაკეტი დამზადდა, რომელიც ჩიპსების სტანდარტულ ზომებზე შესამჩნევად დიდია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ სარეკლამო კამპანიისთვის იაპონია სპეციალურად შეარჩიეს, რადგან ქვეყანაში Pixel-ის დიდი ბაზარია, რასაც 5a-დან 5G სისტემის გაშვების ისტორიაც მოწმობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ