Google ძველი Android-ების მხარდაჭერას წყვეტს

კორპორაცია Google ამიერიდან არ განახორციელებს ტექნიკურ მხარდაჭერას მოწყობილობებისთვის, რომლებზეც დაყენებულია საოპერაციო სისტემა Android-ის ძველი ვერსიები. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი ავრცელებს.

„ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, Google 27 სექტემბრიდან მხარდაჭერას არ აღმოუჩენს მოწყობილობებს, რომლებზეც გამოიყენება ძველი Android, საუბარია ვერსიაზე 2.3.7 ან ქვევით“, - წერია განცხადებაში.

მასში ნახსენებია, რომ მომხმარებლები, რომლებიც შეეცდებიან საკუთარ მოწყობილობებში შევიდნენ სისტემის ძველი ვერსიით, წააწყდებიან პაროლის შეყვანისას შეცდომას და ვერ ისარგებლებენ ელექტრონული ფოსტით, ვერ შევლენ YouTube-ში და ვერ ისარგებლებენ ჩანაწერებითა და რუკებით. კომპანია მოუწოდებს ყველა ამ ვერსიების მქონე მომხმარებლებს, განაახლონ საკუთარი მოწყობილობის ოპერატიული სისტემა მინიმუმ 3.0 ვერსიამდე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბოლო ვერსიაა Android 11, ის გასული წლის სექტემბერში წარმოადგინეს.

კოკა კვირკველია