იანვარ-აგვისტოში მთავრობამ 3.481 მლრდ ლარის სესხი აიღო

ბიუჯეტის შემოსავლებში შემოსულობების წილი იზრდება. 2020 წლის 8 თვეში ქვეყნის მთავარ ხაზინაში 11.530 მლრდ ლარი შევიდა. გარკვეულწილად, ეს ზრდა ვალების აღების ხარჯზე ხდება, ყოველ შემთხვევაში, როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, იანვარ-აგვისტოში მთავრობამ 3.481 მლრდ ლარის სესხი უკვე აიღო.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 8 თვეში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსულობებმა ჯამში დაახლოებით 11.530 მლრდ ლარი შეადგინა. მოცემული შემოსულობების 68.3% შემოსავლებზე მოდის, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში შემოსავლების სახით ბიუჯეტში 7.874 მლრდ ლარი შევიდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან შემოსულობებში შემოსავლების წილი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია, რაც ეკონომიკის შედარებით გამოცოცხლებაზე მიანიშნებს, თუმცა 2019 წელთან შედარებით შემოსავლების პროცენტული წილი მაინც შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 59.4%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 88.7%-ს.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ბიუჯეტის ზრდა ახალი ვალების აღების ხარჯზეც ხდება, რაზეც მოწმობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყნის ვალდებულებების ზრდა 481 მლრდ ლარი იყო. შესაბამისად, ვალდებულებების წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 30.2%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალების აღების წილი მთლიან შემოსულობებში 2019 წელს მხოლოდ 9.7%-ს შეადგენდა.

ნოდარ სირბილაძე