ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford Motor 4 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 7 მილიარდი დოლარია.
ოთხიდან სამი ქარხანა დაიწყებს ელექტრომობილებისთვის აკუმულატორების წარმოებას, მათგან ორი კენტუკიში აშენდება, ერთი კი ტექსასის შტატში. აკუმულატორების წარმოებაში კომპანიის პარტნიორი გახდება სამხრეთ-კორეული კომპანია SK Innovation, რომელიც თავის მხრივ, გეგმავს ამ ახალ მშენებლობებზე 4,4 მილიარდი დოლარი დახარჯოს. შედეგად კი ფინანსირების ჯამი 11,4 მილიარდი დოლარი იქნება.
ახალი საწარმოები შეძლებენ წლის განმავლობაში 1 მილიონი ელექტრომობილი უზრუნველყონ აკუმულატორებით. იქ 11 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მეოთხე ახალი ქარხანა კი უშუალოდ ავტომობილების აწყობით დაკავდება და იქ 2025 წლიდან მოხდება ელექტროპიკაპების წარმოება.
ელექტრომობილების სექტორში საწარმოოს სიმძლავრეების მომზადება და გაზრდა მოწმობს, კომპანიის გაცხადებულ გეგმაზე, მეტი წილი ფოკუსირება მოახდინოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შიგაწვსძრავიანი ავტომობილების წარმოება უწინდებურად მთავარი შემოსავლის წყაროა კომპანიისთვის.
კომპანია ჯამურად ელექტრომობილების წარმოების განვითარებაში 2025 წლამდე 30 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.