30 სექტემბერს Fuckup Nights Tbilisi-ი გაიმართება

30 სექტემბერს, 20:00 საათზე, Startup Büro-სა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით Fuckup Nights Tbilisi-ის რიგით ოცდამეოთხე ღონისძიება, ფაბრიკას რუფტოფზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა, იყოთ სრულად ვაქცინირებული ან წარმოადგინოთ სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. როგორც ორგანიზატორები აცხადებებმ, ღონისძიებაზე აუცილებელია რეგულაციების დაცვა - პირბადის ტარება, შორიდან მისალმება და დისტანცია.

Fuckup Nights-ის ოცდამეოთხე ღონისძიებაზე პროფესიული მარცხის ისტორიებზე ოთხი მოწვეული სპიკერი ისაუბრებს:

ზურა ჭუმბურიძე, Burger Inn • ბურგერ ინნ-ისა და Alco hall • ალკო ჰოლ-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. ზურას ბიზნეს ისტორია რამდენიმე წლის წინ ჰორეკა სექტორში დაიწყო. მისი პორტფოლიო აერთიანებს როგორც ალკოჰოლის მაღაზიასა და ბარს, ასევე, ბურგერების რესტორნების ქსელს და ლანჩმენიუს პატარა კაფეებს ქალაქის სხვადასხვა წერტილში. ზურას ანტრეპრენერულ გზაზე სხვა გამოცდილებებიც დაუგროვდა, ის არის რითეილის და ჰორეკა ბიზნესის კონსულტანტი და თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან საინტერესო პროექტების ფარგლებში.

ლაშა ჩხაპელია, ქართველი მუსიკოსი, ცნობილი როგორც Lasha Chapel. Tamada მისი ახალი პროექტია, რომელიც ელექტრონულ მუსიკას და ქართულ დარდიმანდულ, ბაიათურ სიმღერებს აკავშირებს. ერთი თვის წინ გამოიცა ლაშას სადებიუტო ალბომი “Dionysus vs Tamada”, რომელმაც დიდი ყურადღება მიიქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

მისი აღმატებულება რან გიდორი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. მან ელჩის დიპლომატიური კარიერა 90-იან წლებში იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, კარიერის განმავლობაში კი ისეთ ქალაქებსა თუ ქვეყანებში საქმიანობდა, როგორიცაა, ლონდონი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა და კონგო.

თამარა ბუიღლიშვილი, ჩიკატაის დამფუძნებელი და დირექტორი. თამარა განათლებით ფსიქოლოგია, თუმცა არცერთი დღე უმუშავია ამ პროფესიით. ის 18 წლიდან საქმიანობს სხვადასხვა სფეროში. მისი ბოლო კორპორატიული სამსახური ისთ ფოინთში გაყიდვების მენეჯერის პოზიცია იყო. 2019 წლიდან თამარა მხოლოდ მეწარმეობით არის დაკავებული და ჩიკატაის განვითარებაზე ზრუნავს.

ღონისძიების მოდერატორია ნინი რეხვიაშვილი. ნინი ბილაინი-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და სადაზღვევო კომპანია არდი-ს კონსულტანტია კომუნიკაციების მიმართულებით. მას აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ივენთ მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში. ნინი აქტიურად არის ჩართული ბუთქემფებსა და ჰაკათონებში როგორც მენტორის, ისე პარტნიორის თუ ორგანიზატორის რანგში.

ღონისძიების მხარდამჭერები: Liberty Bank, Grant Thornton, ლურჯი ოკეანე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, თბილისის მერია და ქარი.

მედია მხარდაჭერა: Forbes Georgia, At.ge, imitom.ge, BPN და Entrepreneur Georgia.

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.

ივენთის FB ბმული

ბილეთების ბმული