დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური გამოცემა - ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

29 სექტემბერს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ონლაინრეჟიმში უპასუხებს.

დღესვე გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური გამოცემა - ფინანსური სტაბილურობის ანგარიში.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ პლატფორმაზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი კვარტალში ერთხელ იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ.