ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრა იმართება

ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრა იმართება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარდის დანერგვა წარმოადგენს, რაც საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც.

GMP და GDP სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში. აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის გეგმა და არსებული საჭიროებები სექტორის წარმომადგენლებისგან დღეს პირადად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძე მოისმინეს.