სამხრეთ-კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung Electronics ამერიკის ტექსასის შტატში მიკროჩიპების საწარმოს აშენებას გეგმავს, რაშიც 17 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი წყარო ამტკიცებს, რომ ტექსასმა კომპანია შესაძლო სუბსიდიების, წყლის სტაბილური მარაგებისა და ელექტროენერგიის გამო დააინტერესა. თავად სამხრეთ-კორეული ტექნოგიგანტი კი სააგენტოსთან აცხადებს, რომ Samsung-ი განაგრძობს ხვადასხვა ლოკაციების შესწავლას ახალი საწარმოს გასახსნელად და ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელზე შეჩერდება.
ქარახანაში, რომლის ფართობი 557 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, შეიქმნება 1,8 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. კომპანია მის მშენებლობის დაწყებას იანვარში აპირებს, ხოლო 2024 წლიდან უკვე ნახევარგამტარების გამოშვებას შეუდგება.