Times: ბრიტანეთში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი კიდევ გაგრძელდება

ბრიტანეთის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მიწოდების შეფერხება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, იკლებს თუ არა აჟიოტაჟური მოთხოვნა. ამის შესახებ გაზეთი The Times წერს.

მათი მონაცემით, საწვავის მიწოდებაში ჩავარდნა შესაძლოა, გაგრძელდეს, ვინაიდან სადგურებში რეზერვუარების გავსებას სჭირდება დრო. გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბრიტანული ნავთობკომპანია BP, რომელმაც პირველმა შეძლო დეფიციტის დარეგულირება, კვლავ განიცდის პრობლემას და ეს გაუგრძელდება მომდევნო თვესაც.

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებს შორის პანიკური განწყობები 23 სექტემბრიდან გავრცელდა, როცა BP იძულებული გახდა დაეხურა მისი კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი სწორედ საწვავის მიწოდებაში არსებული პრობლემის გამო. კორპორაციაში პრობლემის მიზეზიც დაასახელეს, რაც დაკავშირებული იყო საწვავმზიდების მძღოლების დეფიციტით. ეს პრობლემა აღენიშნებათ სხვა კომპანიებსაც. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მხოლოდ რამდენიმე ათეული სადგური დახურა კუთვნილი 1,2 ათასიდან, ბრიტანეულ ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების გრძელი რიგები გაჩნდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტმა ბორის ჯონსონმა სამშაბათს განაცხადა, რომ „სიტუაცია ავტოგასამართ სადგურებზე სტაბილურდება“ და მოუწოდა მოსახლეობას „მოიქცნენ ჩვეულებრივ“, ანუ ჩვეულებრივზე მეტ საწვავს ნუ ჩაასხამენ საკუთარ ავტომობილებში.

ანალიტიკოსების განცხადებით ბენზინმზიდების მძღოლების დეფიციტი ქვეყანაში გამოწვეულია როგორც პანდემიით, ასევე Brexit-ით.

კოკა კვირკველია