სტუ-ს ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტებმა, ქართველი პოეტების პოეზიის კრებული, „ექო-aidintys“ ლიეტუვურ ენაზე თარგმნეს

მიმდინარე წლის ზაფხულში, ლიეტუვის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, ლიეტურ და ქართულ ენებზე, ქართველი პოეტების პოეზიის კრებული, „ექო-aidintys“ გამოიცა, რომელშიც 10 ახალგაზრდა (26-35 წლის) პოეტის რჩეული ლექსები მოხვდა.

წიგნის პრეზენტაცია 15 სექტემბერს ლიეტუვაში, ახალგაზრდა სახეების ლიტერატურულ ფესტივალზე- „ Literaturines Slinktys” შედგა. ფესტივალში, როგორც პარტნიორმა, მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრმა მიიღო.

კრებული ლიეტუველ მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ ენაზე გაეცნოს თანამედროვე ქართულ პოეზიას. ორენოვანი კრებულის რჩეული ლექსების სიტყვასიტყვითი თარგმანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ახლანდელმა და ყოფილმა სტუდენტებმა, გიორგი კობახიძემ, ირაკლი დუდაურმა და სოფიო ტაბატაძემ შეასრულეს. რედაქტირება კი, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიდას კავალიაუსკასმა გაუკეთა. წიგნის ლიტერატურული თარგმანი ლიეტუვაში უკვე ცნობილ პოეტებსა და თარჯიმნებს, გრეტა ამბრაზაიტემსა და დომინიკას ნორკუნასმას ეკუთვნით.

ლიეტუვისა და საქართველოს ისტორიაში „ექო-aidintys“ პირველი წიგნია, რომელიც ორივე ენაზე გამოიცა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ახალგაზრდა პოეტთა პირველი კრებული, რომელიც ლიეტუვაში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გამოიცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს, რომ ამ ყველაფერში წვლილი ჩვენმა ახლანდელმა და ყოფილმა სტუდენტებმაც შეიტანეს.