iPhone 13-ის მიწოდების ვადები გაიზარდა

გაყიდვაში ახლახან ჩაშვებული iPhone 13-ის მყიდველები მიწოდების დაგვიანებაზე საუბრობენ. მიზეზი მაკომპლექტებლების მიწოდების ჯაჭვში ჩავარდნაა, რომელიც გამოწვეულია ვიეტნამში კორონავირუსის ინფექციის აფეთქებით. სწორედ ამ ქვეყანაში ხდება ახალი სმარტფონისთვის კამერის მოდულების წარმოება. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nikkei წერს.

„ამწყობებს ჯერ კიდევ შეუძლიათ აწარმოონ ახალი iPhone-ები, თუმცა შეიქმნება დეფიციტი, რასაც გამოიწვევს კამერის მოდულების მარაგების სიმწირე“ - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, კომპანია ვერაფერს გაეწყობა, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება ვიეტნამში არსებულ სიტუაციას. კომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენლის თქმით კი, სიტუაცია შესაძლოა, დარეგულირდეს უკვე ოქტომბრიდან, ვინაიდან ვიეტნამის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ამ მოდულებს აწარმოებენ, მდგომარეობა გაუმჯობესდა რამდენიმეთვიანი წარმოების პერმანენტული წყვეტის შემდეგ.

გაზეთის ცნობით, ახლა ჩინელ და ამერიკელ მყიდველებს iPhone 13 mini-სთვის დალოდება 7-დან 10 დღემდე უწევთ, ხოლო უფრო დიდი მოდელებისთვის კი 5 კვირამდეც კი.

შეგახსენებთ, Apple-მა ახალი თაობის სმარტფონები სექტემბრის პირველ ნახევარში წარმოადგინა, მათზე ფასი 699 დოლარიდან იწყება.

კოკა კვირკველია