ტურისტები გუდაურში ასვლას ვერ ახერხებენ

ტურისტები გუდაურში ასვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ტურისტები ფასანაურსა და მლეთაში არიან გაჩერებულები და აცხადებენ, რომ მათ სასტუმრო დღეიდან აქვთ დაჯავშნული, თუმცა ასვლას ვერ ახერხებენ. "დღეს ჩამოვედით. მხოლოდ ბარათზე გვაქვს ფული, შესაბამისად, ფულის გამოყენებას ვერ ვახერხებთ. დაჯავშნილი გვაქვს სასტუმროები, გადახდილი გვაქვს ფული და ეს დღეები გვეკარგება. ფულის არქონის გამო ვერ ვახერხებთ საჭმლის ყიდვასაც კი", - აცხადებენ ტურისტები.

ფასანაურიდან გუდაურამდე დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. ფასანაურიდან მლეთამდე გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს, მლეთიდან კი გუდაურამდე ზვავსაშიშროების გამო, სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. უკმაყოფილებას ძირითადად რუსი ტურისტები გამოთქვამენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საკვები პროდუქტები და წყალი უკვე დაურიგეს.