ავტონომიური მართვის ურიკის სტარტაპი მევენახეებს რთველში ეხმარება

აგროტექნიკის ამერიკული კომპანია Burro-მ ავტონომიური მართვის ურიკის სტარტაპი ჩაუშვა, რომელიც ველიდან მოსავლის გამოსატანად არის განკუთვნილი. ინფორმაციას პორტალი TechCrunch ავრცელებს. კომპანიამ რობოტი „ავტონომიურობის ამოყვინთვის“ პროგრამის ფარგლებში შექმნა, რომელიც ტრენინგის გარეშე სივრცეში ნავიგაციას ითვალისწინებს.

„ამ სისტემის გამოყენება ველზე მუშახელის რაოდენობის ზრდის ტოლფასია, რისი დეფიციტიც დღეს მწვავედ შეინიშნება,“ - ნათქვამია Burro-ს განცხადებაში.

კომპანიას, დაახლოებით, 90 რობოტი ჰყავს, რომლებიც უკვე საველე სამუშაოებს ასრულებენ და ვენახებიდან სუფრის ყურძენი გამოაქვთ. ისინი დღეში 100-300 მილს გადიან და კვირაში 6 დღეს ვენახში ატარებენ.

სტარტაპმა 10,0 მლრდ დოლარი მიიზიდა და ახალ რაუნდს აცხადებს, რომელშიც მიზიდული თანხა არსებული და ახალი კლიენტებისთვის წარმოების ზრდას მოხმარდება. ასევე, ახალი ინვესტიციებით კომპანია მომავალი წლისთვის მსოფლიო მასშტაბით 500 რობოტის შექმნას აპირებს.

„ბევრი ავტონომიური მართვის კომპანია, რომელიც სოფლის მეურნეობაში იწყებს მუშაობას, პირველ რიგში ავტონომიურ ტრაქტორებზე არის ორიენტირებული. ისინი წარმოუდგენლად რთული ტექნიკური ამოცანების ავტომატიზირებას ცდილობენ და ხშირად დიდ ბაზრებზე გაფართოებისთვის იბრძვიან. ამის ნაცვლად, ჩვენ ხალხის გვერდით მომუშავე მცირე რობოტებით დავიწყეთ, რომლებიც მუშახელს მძიმე ტვირთების გადატანაში ეხმარებიან,“ - აცხადებს Burro-ს გენერალური დირექტორი, ჩარლი ანდერსონი. მისი თქმით, ასეთ მიდგომაში მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ხდება სოფლის მეურნეობის ყველაზე შრომატევადი სფეროს მტკივნეული წერტილების აღმოფხვრის მასშტაბურობა.

„აგრარული ტექნოლოგია რობოტექნიკის ერთ-ერთი ვერტიკალია, რამაც პანდემიის დროს დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მუშახელის დეფიციტი მეტად გამწვავდა. Burro-მ აშკარად დააინტერესა ინვესტორები, რადგან რეალურ პირობებში დასატესტად თავისი ტექნოლოგიები სწრაფად წარმოადგინა,“ - წერს TechCrunch.

Burro გასულ წელს შეიქმნა და პირველად TechCrunch-ის რობოტიკის ღონისძიებაზე გამოჩნდა. თავიდან კომპანიის სახელწოდება „Augean“ იყო. Burro-ს პირველი ინვესტორები Radicle Growth და ffVC არიან, რომლებსაც F-Prime და ADM Capital შეუერთდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ