აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტით 284,282 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 346,996 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანისგან 328,585 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში კი - 342,397 მლნ აშშ დოლარის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. "გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით“,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რასაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ აზერბაიჯანში.
2021 წლის იანარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა- 126, 6 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 78, 6 მლნ აშშ დოლარი
- ელექტროენერგია - 23, 3 მლნ აშშ დოლარი
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 21,2 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 20,7 მლნ აშშ დოლარი
- ცემენტი - 18,1 მლნ აშშ დოლარი
- ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული - 3,1 მლნ აშშ დოლარი
- ზეთი მზესუმზირის, ალისარჩულის ან ბამბის და მათი ფრაქციები - 2,7 მლნ აშშ დოლარი
- პოლიმერები ეთილენის, პირველადი ფორმებით - 2,5 მლნ აშშ დოლარი
- თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - 2,3 მლნ აშშ დოლარი
2021 წლის 8 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 163,2 მლნ აშშ დოლარი
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 15,1 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 11,5 მლნ აშშ დოლარი
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 11,3 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 10,7 მლნ აშშ დოლარი
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 10,5 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 9,2 მლნ აშშ დოლარი
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 9,1 მლნ აშშ დოლარი
- ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა - 8,7 მლნ აშშ დოლარი
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსგან - 8,6 მლნ აშშ დოლარი