Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1163 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1163 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1160 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 29 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1228 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6409 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.