დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ პროექტის პრეზენტაციას გამართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან პროექტს იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ხვალ, მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზენტაციას გამართავს. "სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის შედეგად, შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატიზების პროცესი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტროში, ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.