ამერიკულმა კომპანიამ Facebook გამოაცხადა, რომ აპირებს აამუშავოს პოპულარული მოკლე გასართობი ვიდეოების სერვისის TikTok-ის ანალოგი Reels Facebook-ზე. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
„დღეს ჩვენ შტატებში Facebook-ზე ჩავუშვებთ Reels-ს, ოპერაციული სისტემებისთვის iOS და Android“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სოციალურ ქსელ Instagram-ზე, ასევე Facebook-ზე მომხმარებლები შეძლებენ მოკლე გასართობი ვიდეოების ნახვას და ამავდროულად მათ მონეტიზირებას.
როგორც ანლოგიურ სერვისებზე, ვიდეორგოლები Reels Facebook-ზე შესაძლოა იყოს როგორც პრივატული, ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი. ვიდეოს შემქმნელები უნდა იყვნენ 18 წელზე უფროსი ასაკის.
„ჩვენი ვალდებულების ფარგლებში გამოვყოფთ 1 მილიარდ დოლარს კონტენტის შემქმნელებისთის 2022 წელს, ასევე გთავაზობთ ახალ ბონუსურ პროგრამას, რომელიც დაეხმარება შემქმნელებს ფულის გამომუშავებაში, მაშინ როცა ადამიანები ნახავენ მათ ვიდეოს“ - აცხადებს კომპანია.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური ბონუსი ხელმისაწვდომი იქნება როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე.