იტალიაში უმუშევრობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

იტალიაში უმუშევრობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და შრომისუნარიანი მოსახლეობის 13,4 პროცენტი შეადგინა.

იტალიის სტატისტიკის ნაციონალური ინსტიტუტის (ISTAT) განცხადებით, 1977 წლის შემდეგ ეს ისტორიული რეკორდული მაჩვენებელია. ISTAT-ის მონაცემებით, გასული წლის ნოემბერში იტალიაში 22 მილიონ 310 ათასი დასაქმებული დაფიქსირდა, რაც 0,2 პროცენტით ნაკლებია იმავე წლის ოქტომბრის მონაცემებთან. უმუშევართა რაოდენობამ კი 2014 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 1,2 პროცენტით იმატა და 3 მილიონ 457 ათასი შეადგინა.

ყველაზე მეტად უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის მატულობს - 15-დან 24 წლის ახალგაზრდებში დაუსაქმებლობა გასული წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით 0,6 პროცენტით გაიზარდა. საერთო ჯამში კი, ახალგაზრდა იტალიელები ქვეყნის დაუსაქმებელი მოსახლეობის 43,9 პროცენტს შეადგენენ. ექსპერტები იტალიაში უმუშევრობის გარზდას ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ, რომელმაც ქვეყანა მოიცვა.