Carrefour სექტორის კონსოლიდაციისთვის მოლაპარაკებებს მართავს

სუპერმარკეტების ფრანგული ქსელის, Carrefour-ის გენერალური დირექტორი, ალექსანდრ ბომპარი სექტორის კონსოლიდაციის ვარიანტებს განიხილავს.

როგორც Le Monde წერს, ამ მიზნით გაიმართა მოლაპარაკებები მაღაზიათა, ასევე, ფრანგულ ქსელ Auchan-თან, თუმცა არცერთი მხარე შესაძლო გარიგებაზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ივნისში Carrefour-მა გაავრცელა განცხადება, რომ უცხოური შვილობილი კომპანიების კონსოლიდაციის, გაყიდვებისა და შერწყმის პროცესი დაიწყო, თუმცა რაიმე აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

იანვარში კანადურმა Alimentation Couche-Tard-მა უკან წაიღო თავისი შეთავაზება Carrefour-ისთვის 16,2 მლრდ ევროს (19,57 მლრდ დოლარის) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რადგან საფრანგეთის მთავრობამ სასურსათო უსაფრთხოების მოტივით გარიგება გააპროტესტა.

დღეს, გრინვიჩის დროით 09:40 სთ-ზე Carrefour-ის აქციები 0,63%-ით გაუფასურდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ