ეგვიპტის მთავრობა ისტორიული კაიროს აღდგენას იწყებს

ეგვიპტის მთავრობამ ისტორიული კაიროს აღდგენის ახალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც მეტად ფართო, სწრაფად ნგრევად ათასწლოვან ობიექტს ეხება. ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არის შესული.

Reuters-ის ინფორმაციით, გეგმა მიზნად ისახავს, კაიროს, როგორც ტურისტული ღირშესანიშანობის აღორძინებასა და პოპულარიზაციას. ამ მიზნით ქვეყნის მთავრობა უდაბნოში გაშენებულ ფუტურისტულ ახალ დედაქალაში გადასასვლელადაც ემზადება.

ეს პროფესიონალ არქიტექტორებსა და რესტავრატორებს ახალ სტიმულს აძლევს, გადაარჩინონ ძველი შენობები, რომლის დაკარგვისაც სპეციალისტებს ეშინოდათ ბიუროკრატიის, კორუფციისა და იურიდიული შეზღუდვების გამო,“ - წერს Reuters.

სააგენტოს ცნობით, ისტორიულ უბანში უდაბნოს თავისუფალ ადგილებზე უძველესი ნაგებობების სტილში დაბალი საცხოვრებელი ბინები აშენდება, სადაც მოსახლეობა გადაინაცვლებს. ამ შენობებში, ასევე, გაიხსნება სახელოსნოები.

„პირველად ხდება, როცა ბიუჯეტის პრობლემა აღარ გვაქვს. მთავრობამ პირობა მოგვცა, რომ ისტორიული კაიროს რეკონსტრუქციისთვის ნებისმიერ ბიუჯეტს დაამტკიცებენ,“ - აცხადებს პროექტის წამყვანი კოორდინატორი, მუჰამედ ელხატიბი. მისი თქმით, მუშები ძველი შენობების ფასადების რეკონსტრუქციას მალე დაიწყებენ. გეგმა, ასევე, ქალაქის ქარვასლების ბუტიკ-სასტუმროებად გადაკეთებას ითვალისწინებს. ეს იდეა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში წარმატებული აღმოჩნდა.

„მოსახლეობასთან მოლაპარაკებები დასრულდა და სამუშაოები მიწის ნაკვეთებზე უკვე დავიწყეთ,“ - ამბობს ელხატაბი. მისი თქმით, მთავრობა საწყის ორწლიან ეტაპზე ტერიტორიის 10%-ის რესტავრაციას აპირებს. ასევე, სწავლობს ისტორიული კაიროს 30 კვადრატული კილომეტრის ფართობზე ერთიანი ობიექტის შექმნის შესაძლებლობას.

თავდაპირველი სამუშაოების დიდი ნაწილი ტუნისის ფატიმიდების დინასტიის მიერ აშენებული სამი დიდი კარიბჭის მიმდებარე უბნების აღდგენაზე იქნება მიმართული. ისტორიული კაირო მდიდარი იქნება სახელოსნოებით, ბაზრებითა და საცხოვრებლებით. თუმცა ზოგიერთ რესტავრატორსა და არქიტექტორს რესტავრაციის სირთულე და ღირებულება აღელვებს. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ მოხდება ისტორიული ადგილის „დისნეიფიკაცია.“

მთავრობა მხოლოდ ძეგლებზე აღარ ამახვილებს ყურადღებას და მასთან ერთიან კონტექსტში ისტორიული ინსფრასტრუქტურის, ხელობისა და ქსოვილების კულტურის აღდგენაზე არის ორიენტირებული.

საბოლოოდ, ტერიტორიის დიდი ნაწილი საფეხმავლო ზონებად გადაიქცევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ