საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -25.0 მლრდ აშშ დოლარი (-79.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -149.5 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.9 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 298.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.9 მლრდ აშშ დოლარი (113.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 787.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.