„ბლოქსი“-ს კიდევ ერთი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ თბილისში ახალი 40 მილიონ ლარიანი პროექტის განხორციელებას იწყებს.

აღნიშნული პროექტი გამოირჩევა განსხვავებული და თანამედროვე არქიტექტურით - კომპლექსის შიდა ეზოს ტერიტორია და საცხოვრებელი განაშენიანება სრულად მიწისზედა ავტოსადგომის სახურავზეა მოწყობილი. აღნიშნული დაგეგმარების შედეგად, ეზოს ტერიტორიაზე ავტომობილი ვერ მოხვდება, რაც მომავალი მობინადრეებისა და მათი შვილებისათვის უსაფრთხოების უტყუარ გარანტიას იძლევა. კომპლექსის შექმნის მთავარი მიზანი მშვიდი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება იყო, სწორედ ამიტომ ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცე, ველობილიკები, სპორტული სტადიონი, საბავშვო დაცული მოედანი და მრავალფეროვანი გამწვანებული სივრცეები. პროექტზე „ხმალაძე არქიტექტორები“-ს გამოცდილმა გუნდმა იმუშავა.

reklama3-1633069385.jpg

მულტიფუნქციური პროექტი მოიცავს სამ საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე ფართებსა და თანამედროვე კომერციულ-სავაჭრო სივრცეებს.

„ბლოქსს“ სამი დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი, ექვსი მიმდინარე პროექტი, სასტუმრო და კომერციული შენობები აქვს; მათ შორის არის ისეთი პროექტები, როგორიცაა საერთაშორისო ბრენდ HILTON-ის სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობა და პირველი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სავაჭრო ცენტრი სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს.

(R)