Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1315 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1315 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1206 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 30 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1189 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6098 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.