„ერთმანეთისგან დისტანცირება ერთი Coca-Cola-ით“ - ახალი კონცეფცია კომპანიისგან

Coca-Cola-მ ახალი კონცეფცია და ბრენდ-პლატფორმა Real Magic (ნამდვილი მაგია) აამოქმედა. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. პლატფორმა ბრენდის ბოლო 18 თვის დაკვირვებებს ემყარება. "

„Real Magic მხოლოდ სლოგანი ან ერთჯერადი კამპანია კი არა, ეს ბრენდის ფილოსოფიისა და სტრატეგიის ანარეკლია, რომელიც Coca-Cola-ს სავაჭრო ნიშნით, მარკეტინგსა და კომუნიკაციას წარმართავს," - აცხადებს The Coca-Cola Company-ის გლობალურის მარკეტინგის დირექტორი, მანოლო აროიო.

ახალი კონცეფციის ფარგლებში, ბრენდმა წამოიწყო სარეკლამო კამპანია, სლოგანით - „ერთმანეთისგან დისტანცირება ერთი Coca-Cola-ით", რაც არის იმის მეტაფორა, რომ „ის, რაც გვაერთიანებს, განსხვავებებზე ძლიერია.“ სარეკლამო ვიდეოც ამ კონცეფციაზე არის აგებული. მასში რეალური სამყარო ვირტუალურს ერწყმის. გადაღებებში ცნობილი მოთამაშეები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

ბრენდისთვის ახალი აიდენტიკი (საფირმო სტილი) და ლოგოტიპი შეიქმნა, რომელიც არჩეულ კონცეფციას გამოხატავს: კოკა-კოლას წარწერა ისე არის გამოსახული, თითქოს ბოთლს „ეხუტებოდეს“.

კამპანიის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ციფრული მხარდაჭერა, ბრენდი აქტიურად განვითარდება სოციალურ ქსელებში, გამოჩნდება ტელევიზიასა და გარე რეკლამაში.

Coca-Cola-ს მნიშვნელოვანი ცვლილებები 2016 წლიდან არ განუხორციელებია, როცა სარეკლამო კამპანია Taste The Feeling (გასინჯე შეგრძნება) წამოიწყო.

აპრილში კომპანიამ, 2016 წლის გლობალური სტრატეგიის ფარგლებში, ჩვეულებრივი და დიეტური Cola-ს ქილების დიზაინი განაახლა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ