რა შემთხვევაში დაიშვებიან სამედიცინოს სტუდენტები პაციენტებთან

მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მორიგი ცვლილებები შეიტანა. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

  • სრულად ვაქცინირებულია;
  • უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;
  • ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი

დადგენილება ძალაში 4 ოქტომბრიდან შედის.