გამგებლის ინფორმაციით, ყაზბეგში საკვები პროდუქტების მარაგი იწურება

ყაზბეგში საკვები პროდუქტების მარაგი იწურება, - ამის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი ქირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაღაზიებში საკვები პროდუქტების მარაგი 2-3 დღეში შესაძლოა მთლიანად ამოიწუროს. მისივე თქმით, პურის მარაგი 2 დღეში უკვე აღარ იქნება. ამასთან, ქირიკაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობაში საკვები პროდუქტების მხრივ ამ დროისთვის პრობლემა არ არის.

"მოსახლეობაში ჯერჯერობით საკმარისი მარაგია. მაღაზიებში საკვები პროდუქტების შევსება ამინდიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. ვეტმფრენმა უნდა ჩამოიტანოს პროდუქტები, თუმცა ხილვადობა საერთოდ არ არის. მარაგის პრობლემა შეიქმნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის იქით არსებულ სოფლებსა და სტეფანწმინდაში", - განაცხადა ქირიკაშვილმა.

ყაზბეგში დიდთოვლობა უკვე მესამე დღეა გრძელდება. დიდთოვლობის გამო დაკეტილია გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა.