კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეასთან „ცხელი ხაზის“ აღდგენა სურს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მზად არის, რომ სამხრეთ კორეასთან ცხელი ხაზი აღადგინოს. ეს ნაბიჯი შესაძლო შერიგების წინადადებად განიხილება. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა პარლამენტში, ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის განხილვისას განაცხადა.

მან შეერთებული შტატები “მტრულ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა.

"აშშ აცხადებს “დიპლომატიურ ჩართულობას“, მაგრამ ეს სხვა არაფერია თუ არა საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების ხრიკი და მისი მტრული ქმედებების დაფარვა“, - ნათქვამია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA- ს განცხადებაში.

კიმ ჩენ ინმა “ცხელი ხაზის“ ოქტომბრიდან ამოქმედების სურვილი გამოთქვა. თუმცა ამასთან ერთად, სეული ჩრდილოეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებებისთვის გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ ხაზის გააქტიურების გადაწყვეტილება მიზნად ისახავს “მთლიანი კორეელი ერის მოლოდინებისა და სურვილების შესრულებას", სასაზღვრო ურთიერთობებში აღდგენისა და ხანგრძლივი მშვიდობისათვის.

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრო, რომელიც კორეულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, კიმის ინიციატივას მიესალმა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის „ცხელი ხაზი“ აგვისტოში, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიზეზით შეწყდა.

თეონა რამაზაშვილი