რა თანხას მიიღებს გრაიმსი ილონ მასკთან გაშორების შემდეგ

ილონ მასკისა და გრაიმსის დაშორებამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. ეს გადაწყვეტილება კი თავად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს ნამდვილად ძვირად დაუჯდება.

წყვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 3-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი დაიშალნენ, თუმცა შვილის აღზრდაში ორივე მშობელი აქტიურად იქნება ჩართული. მართალია, ეს განშორება მოცემულ მომენტში ნახევრად ფორმალური ჩანს.

”ჩემი სამუშაო SpaceX– სა და Tesla– ში მოითხოვს, რომ მე ვიყო ტეხასში ან ვიმოგზაურო საზღვარგარეთ. მისი სამუშაო კი ლოს ანჯელესშია.“ - განაცხადა მედიასთან მასკიმ.

იმის გათვალისწინებით, რომ გრაიმსმა და მასკმა ერთმანეთთან კავშირი არ გაწყვიტეს, შეთანხმების ნაწილის შესრულებას ეს ბევრად აიოლებს. თაყვანისმცემლებს და ცნობისმოყვარე მაყურებლებს კი ყველაზე მეტად ის აინტერესებს, თუ რამდენს მიიღებს მომღერალი ულტრა მდიდარი მასკისგან, რომლის ამჟამინდელი ქონება 203,4 მილიარდი დოლარია.

წყვილს შორის არსებული ფინანსური შეთანხმება საჯარო არ არის. თუმცა, დასავლური მედია წინა პარტნიორებთან გაშორების შემდეგ არსებული გამოცდილებით სავარაუდო დასკვნებს უკვე აკეთებს.

“როდესაც საქმე ეხება მასკის გამოცდილებას წინა განქორწინებებთან, ყველაფრი ცხადი ხდება. მისი ორი წინა ქორწინებიდან ერთ -ერთი ექვსი წელი გაგრძელდა და მწერალ ჯასტინ უილსონთან ტყუპები შეეძინა. განშორების შემდეგ მან გრანდიოზული ფინანსურ დახმარება მიიღო“ - წერს The Georgia Straight.

შეთანხმების თანახმად უილსონს ჰქონდა უფლება 20 მილიონი აშშ დოლარი მიეღო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით 6 მილიონი დოლარი მოითხოვა, ტესლას 10 პროცენტი, SpaceX პროგრამის 5 პროცენტი და თვეში 80,000 დოლარი ალიმენტის სახით. გარიგების მიხედვით მან ასევე Tesla Roadster მიიღო.

თითქმის ანალოგიური ფინანსური დახმარება მიიღეს მასკის სხვა პარტნიორებმაც.

როგორც ჩანს, ის ძალიან დიდ პატივს სცემს გრაიმსს.

"ჩვენ ნახევრად დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთმანეთი, ხშირად ვხედავთ ერთმანეთს და შესანიშნავი ურთიერთობებში ვართ." - აცხადებს მასკი.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების პირობები მკაცრად არის გასაიდუმლოებული, დასავლური პრესა დაახლოებით პროგნოზირებს, რომ გრაიმსი მასკის ყველა კომპანიიდან წილს, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს და სოლიდურ ალიმენტს მიიღებს. ისევე, როგორც მისმა წინა პარტნიორებმა.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი