სექტორები, სადაც ყველაზე მეტად გაიზარდა და შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა

2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის (2019 წელი) მაჩვენებელს 7,0 პროცენტით ჩამორჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 756,8 ათასი ადამიანი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ყველაზე მეტად რომელ სექტორებში გაიზარდა და შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით დასაქმება გაიზარდა მხოლოდ შემდეგ დარგებში:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2019 წელს 8 830 ადამიანი მუშაობდა, 2020 წელს - 10 084
  • ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2019 წელს -15 114 კაცი, 2020 წელს - 15 861
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 2019 წელს - 14 519 ადამიანი, 2020 წელს - 14 599
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 2019 წელს - 74 885 კაცი, 2020 წელს - 75 618

რაც შეეხება დასაქმებულთა შემცირებას, ყველაზე მეტად შემდეგ სექტორებს შეეხო:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 2019 წელს დასაქმებული იყო 209 953 კაცი, 2020 წელს - 197 335
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 2019 წელს - 48 634 კაცი, 2020 წელს - 31 823
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა - 2019 წელს - 22 632 ადამიანი, 2020 წელს - 12 545
  • საკვებით და სასმელებით მომსახურება - 2019 წელს - 26 002 ადამიანი, 2020 წელს - 19 278 ადამიანი
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 2019 წელს 27 739 ადამიანი, 2020 წელს 20 210
ნინი ქეთელაური