სექტორები, სადაც ყველაზე მეტად გაიზარდა და შემცირდა ბრუნვის მოცულობა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 114.3 მილიარდი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ბრუნვა 109, 0 მლრდ ლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ყველაზე მეტად რომელ სექტორებში გაიზარდა და შემცირდა ბრუნვის მოცულობა.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ბრუნვა გაიზარდა:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2019 წელს ბრუნვა 841.6 მლნ ლარი იყო, 2020 წელს - 1,2 მლრდ
  • ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2019 წელს - 3,4 მლრდ - 2020 წელს 3,5 მლრდ ლარი
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 2019 წელს - 42,9 მლრდ ლარი, 2020 წელს 43,3 მლნ ლარი
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 2019 წელს - 2,0 მლრდ ლარი, 2020 წელს 12,3 მლრდ ლარი
  • ხელოვნება გართობა და დასვენება - 2019 წელს - 25,9 მლრდ ლარი , 2020 წელს 32,1 მლრდ ლარი.

რაც შეეხება ბრუნვის მოცულობის შემცირებას, ყველაზე მეტად შემდეგ დარგებს შეეხო:

  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 2019 წელს 6,0 მლრდ ლარი, 2020 წელს - 5,7 მლრდ ლარი
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა - 2019 წელს 1,1 მლრდ ლარი, 2020 წელს - 409.9 მლნ ლარი
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 2019 წელს 1,5 მლრდ ლარი, 2020 წელს 1,2 მლრდ ლარი
  • პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2019 წელს 1,6 მლრდ ლარი, 2020 წელს 1,4 მლრდ ლარი
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 2019 წელს 1,4 მლრდ ლარი, 2020 წელს - 715.7 მლნ ლარი
ნინი ქეთელაური