თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ავიარეისი არ შესრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა.

ავიაკომპანია turkish airlines-ის რეისი დილის 11:55 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა რეისი გაუქმდა. მგზავრები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი, რომელსაც მგზავრები უნდა წაეყვანა, თურქეთიდან არ ჩამოფრინდა. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.