ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია, ყველაზე დაბალი - თბილისში

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია - 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში - 15.8% დაფიქსირდა.