მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას 12.6 მილიონი ლარით ზრდის - ბიუჯეტის პროექტი

2022 წელს მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას 12.6 მილიონი ლარით ზრდის - ამის შესახებ აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, თუ წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 69.2 მილიონი ლარით ფინანსდებოდა, მომავალ წელს ეს თანხა 81.810 მილიონ ლარამდე იზრდება.

ცნობისათვის, ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.