თბილისის საკრებულოში 6 პარტია შედის - 50 მანდატიდან 28 „ქართულ ოცნებას“, 21 ოპოზიციას აქვს მიღებული, 1 მანდატის ბედი კი საბურთალოზე მეორე ტურის შედეგად გაირკვევა

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, მანდატების უმრავლესობას აიღებს.

დედაქალაქის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 621 უბანი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თბილისისთვის დადგენილი 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ასე განაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატი. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმების მხოლოდ 38.16% აქვს მიღებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ - 13 მანდატი,

„გახარია საქართველოსთვის“ - 4 მანდატი,

„ლელო“ - 2 მანდატი,

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ - 1 მანდატი,

„ანა დოლიძის პარტია“ - 1 მანდატი.