თაღლითობის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე დავით ჯინჭარაძე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ მსჯავრდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, შეწყალების კომისიის წევრებს 5 000 ლარს გადასცემდა. რის შედეგადაც, მსჯავრდებული გათავისუფლდებოდა დარჩენილი მოსახდელი სასჯელისგან.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულ თანხას დავით ჯინჭარაძე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180 -ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.