ბენკსის “გოგონა ბუშტით“ აუქციონზე გასაყიდად 3-5 მილიონ დოლარად გამოიტანეს

ბრიტანელი ცნობილი ქუჩის მხატვრის ბენკსის ცნობილი ტილოს ერთ-ერთი ვერსია „გოგონა ბუშტით“ ლონდონში Christie's აუქციონზე გამოიტანეს. აუქციონი 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი. როგორც სააუქციონო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ტილო შეფასებულია 3,4-4,8 მილიონ დოლარად.

ეს არის 25-დან ერთ-ერთი ასლი ამ ნახატის, რომელიც შექმნილია 2005 წელს. ის აეროზოლიანი საღებავითაა შესრულებული. ორიგინალური გრაფიტო „გოგონა ბუშტით“, რომელიც ბენკსის სავიზიტო ბარათი გახდა, პირველად 2002 წელს ლონდონის შორდიჩის რაიონში გაჩნდა და არ შენარჩუნებულა. შედეგად კი სთრით-არტის ხელოვანმა ამ ნამუშევრის სხვადასხვა ვერსიები შექმნა და რეპროდუქციის რამდენიმე სერია გამოსცა, რომლებზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება კოლექციონერებს შორის.

„გოგონა ბუშტით“ გასაყიდად გამოტანილმა ამ ასლმა მიიღო საკუთარი სახელწოდება, იმის გამო, რომ ის ბენკსის არტ-პერფომანსის დროს ძლიერ დაზიანდა. 2018 წელს ის Sotheby's აუქციონზე 1,36 მილიონ დოლარად გაიყიდა, რა დროსაც მოხდა ინციდენტი და ტილო დაიჭრა. მყიდველმა მაინც არ თქვა უარი ტილოზე, თუმცა მას სახელი შეუცვალა. დღეს კი ეს ტილო უკვე 5 მილიონზე ძვირად შეიძლება გაიყიდოს.

როგორც ცნობილია, ბენკსი ამ დრომდე ახერხებს ანონიმურობის შენარჩუნებას, მას არავინ იცნობს სახეზე და არავინ იცის, რა ქვია სინამდვილეში. არის მხოლოდ ფოტოები, რომლებზეც ეს ბრისტოლელი მხატვარი სახედაფარულია.

კოკა კვირკველია