SOLO და „ანაგი დეველოპმენტი“ SOLO მომხმარებლებს ექსკლუზიურ შეთავაზებას უკეთებს

SOLO და „ანაგი დეველოპმენტი“ SOLO მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს. კერძოდ, მათ, ვინც 2021 წლის 1-ელ ნოემბრამდე, შეიძენს ბინას „Park Home საბურთალოს“ კომპლექსში, თანხის ერთიანად გადახდისას, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებს. სრულად გარემონტებული ბინის შეძენის შემთხვევაში კი, დამატებით ისარგებლებს განსაკუთრებული პირობით იპოთეკურ სესხზე.

SOLO-ს ინფორმაციით, Park Home საბურთალო პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს გაზაფხულის ქუჩაზე, დელისის მეტროდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით. კომპლექსი აერთიანებს 2 აუზს, ფიტნესცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, კომერციულ, გასართობ ობიექტებს და სხვ.

„Park Home საბურთალოზე ბინების მინიმალური ფართი იწყება 42 კვ.მ-დან და ბინის ჩაბარება შესაძლებელია „კომფორტ სტანდარტ +“ - ის მდგომარეობაში ან დასრულებული რემონტით.

„კომფორტ სტანდარტ +“ გულისხმობს ბინას კოსმეტიკურ რემონტით ჭკვიანი სახლის ელემენტებით, გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით.

პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის სექტემბერი.

„ანაგი დეველოპმენტის“ სპეციალური შეთავაზების შესახებ მეტი დეტალის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:

https://solo.ge/ka/solo/developers/details/60a507baae3b47ff23daa690

აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში შეძლებს მოითხოვოს იპოთეკური სესხი. დეტალები იხილეთ ბმულზე:

https://solo.ge/ka/solo/news/details/612f9a4e70ba60ff2d333ca3

შეთავაზების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს SOLO ბანკირს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.