პროდუქტები, რომელიც სექტემბერში  გაძვირდა და გაიაფდა

2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

ბადრიჯანი - 152%

კიტრი - 81.7%

ზეთი - 76.5%

მწვანილი - 72.2%

ჭარხალი - 65%

სტაფილო - 60.9%

კომბოსტო - 57.5%

პომიდორი - 42.17%

კივი -38.3%

მწვანე ლობიო - 37.4%

რაც შეეხება გაიაფებას, სექტემბერში ფასმა მხოლოდ 4 საკვებ პროდუქტზე დაიკლო:

მანდარინი - 28.8%

ფორთოხალი - 16.7%

სიმინდის ფქვილი - 5.7%

ლიმონი - 3.5%

თამარ მუკბანიანი