ესპანეთში ავოკადოს პირველი მაიონეზი დაამზადეს

ესპანეთის ქალაქ მალაგაში დაფუძნებული კოპანია, Paltavo ავოკადოს პირველ მაიონეზს Fruit Attraction-ის გამოფენაზე წარადგენს, რომელიც მადრიდშში 5-დან 7 ოქტომბერს გაიმართება.

სოუსი ნატურალური ინგრედიენტებით არის დამზადებული და არ შეიცავს კვერცხს, გლუტენსა და ლაქტოზებს. ავოკადოს პირველი მაიონეზი იქნება როგორც ლაითი, ისე ცხარე. ის შესაფერისია როგორც ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის, ისე აუდიტორიისთვის, რომელიც ჯანსაღ კვებას აფასებს.

Paltavo-ს პროდუქცია HPP-ით (High-Pressure Processing), ანუ მაღალი წნევით დამუშავების მეთოდით მზადდება. ეს ცივი საკვები პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიაა, რომელშიც წყლის მიერ გადაცემული ჰიდროსტატიკური მაღალ წნევის დონეს იყენებენ. ის პროდუქციას არომატსა და საკვებ ნივთიერებებს უნარჩუნებს. პროექტს ხელმძღვანელობს ლუის ბრავო, რომელსაც სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.

მისი თქმით, Paltavo ისარგებელებს Fruit Attraction-ის გამოფენით, რათა მომხმარებლებსა და დისტრიბუტორებს თავისი პროდუქციის პორტფელი გააცნოს.

„ჩვენ წარვადგენთ როგორც რბილ, ისე ცხარე გუაკამოლეს. ამ სოუსის დიფერენცირებული ღირებულება ის არის, რომ მასში რბილობის ნაჭრებია, ამიტომ მისი ტექსტურა ხელნაკეთ გუაკამოლეს ძალიან ჰგავს,“ - აცხადებს ლუის ბრავო.

Paltavo-ს მფლობელი ავოკადოს მწარმებელი და რეალიზატორი კომპანია, TrÓpico Spain-ია, რომელიც, ასევე, მალაგას Axarquia-ს რაიონში მდებარეობს. კომპანია 2011 წელს შეიქმნა და 2020 წელი 58 მლნ ევროს ბრუნვით დახურა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ