საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის განაკვეთის მატებაა მოსალოდნელი - შეიცვლება თუ არა კურსი საქართველოშიც

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი და უცხოური ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება აგვისტოში კიდევ გაიზარდა და მორიგი, რეკორდულად მაღალი, 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„მაშინ როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე მომდევნო წელს აშშ დოლარის განაკვეთის მატებაა მოსალოდნელი, ჩვენი აზრით, აშშ დოლარის ადგილობრივი განაკვეთები არსებულ დაბალ დონეზე შენარჩუნდება. უფრო მეტიც, შემდგომი კლებაც კი არაა გამორიცხული. ამის მიზეზებია: საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის კვლავ ჭარბი ლიკვიდობა, გრძელვადიან პერიოდში ვალუტაში განაკვეთების სტრუქტურული კლება, რასაც ძალზეც სუსტი კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ დინამიკასთან და ასევე, ლარიზაციის მოსალოდნელი ზრდა,“- აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.[

თაია არდოტელი