პროკრედიტ ბანკის მიდგომა მდგრადი სოფლის მეურნეობის წასახალისებლად

პროკრედიტ ბანკი საქართველო, როგორც პროკრედიტ ჯგუფის წევრი, იზიარებს ჯგუფის მიდგომებს სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების ნაცვლად, ორგანული ნივთიერებების გამოყენებას. აგრეთვე, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებას ფერმერულ მეურნეობების დაფინანსების ეტაპზე. ვცდილობთ, მუდმივად მხარი დავუჭიროთ ისეთი ბიზნეს მოდელის დაფინანსებას, რომელიც გულისხმობს გარემოსადმი მეგობრული ინვესტიციის განხორციელებას, რისკების პრევენციის, შემცირების სტრატეგიული მიდგომების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზით. ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს ის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებამ, ფერმერული მეურნეობაში არამდგრადი მეთოდების გამოყენებამ შესაძლებელია, რომ გამოიწვიოს. ამიტომ უარს ვამბობთ იმ ინვესტიციებზე, რომელებიც ბიზნესის მდგრადი სცენარით განვითარებას გამორიცხავს.

უფრო დეტალურად, თუ რა მიდგომებს იყენებს პროკრედიტ ჯგუფი მდგრადი სოფლის მეურნეობის წასახალისებლად, იხილეთ საინფორმაციო ბროშურა იხილეთ ბმული.

(R)