მხოლოდ ერთ თვეში 1500%-ით, ხოლო 8 თვეში 2800%-ით გაზრდილი იმპორტი - ქვეყნები, საიდანაც ჟანგბადს ვყიდულობთ

მიმდინარე წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ჟანგბადის იმპორტი 1500%-ით გაზარდა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანამ 2021 წლის ივლისში 14 ათასი აშშ დოლარის ჟანგბადი შეიძინა, ხოლო აგვისტოში 222.02 ათასი აშშ დოლარის.

რაც შეეხება სრულად 8 თვის მაჩვენებელს, იმპორტი გაზრდილია 2800%-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 529.6 ათასი აშშ დოლარის ჟანგბადი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 18.48 ათასი აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველო ჟანგბადს ყიდულობს:

  • თურქეთი - 361.7 ათასი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 144.7 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 22.9 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია - 200 აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური