„ვითიბი“ ჯგუფის მიერ პროექტი - სასტუმრო Hilton Batumi დაფინანსდა

„ვითიბი“, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

„ვითიბი“ ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად, „ვითიბი“ ჯგუფის მიერ პროექტი Hilton Batumi დაფინანსდა.

მათი ინფორმაციით, პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, განხორციელებაში „ვითიბი“ ჯგუფის რამდენიმე შვილობილი კომპანია ჩაერთო, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „ვითიბის“, როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შესაძლებლობებს.

“მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და სასტუმრო Hilton Batum-ს შორის. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის. სასტუმროს როლი უდიდესია როგორც მისი ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და სტიმულირებისთვის“, - განაცხადა „ვითიბი“ ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.

„ვითიბი“ ბანკი, „ვითიბის“ საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს „ვითიბი“ ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „ვითიბი“ ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, „ვითიბი“ ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.