ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებს ეხმაურება

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) 28 სექტემბერს, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებს ეხმაურება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ეს დღე მასშტაბური უფასო ვაქცინაციით აღინიშნა.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) დელეგატის, ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვასილ ბასილაძის განცხადებით, 28 სექტემბერი, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს ამ საშიში დაავადების და მისი პრევენციის შესახებ.