როგორ გამოიყურება დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ახალი ფეხსაცმელი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (+ფოტო)

დიზაინერმა დემნა გვასალიამ ფეხსაცმლის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომხმარებლების ნაწილი ახალ კოლექციას აკრიტიკებს, ნაწილი კი დიზაინერის ნიჭზე ამახვილებს ყურადღებას.

ცნობისთვის, VETEMENTS-ის დამფუძნებელი დემნა გვასალიას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიზაინერს უწოდებენ. ის მსოფლიო მოდისა და სტილის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში არაერთხელ მოხვედრილა.

დემნა გვასალია ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში Maison Margiela-ს ქალის ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა Luois Vuitton-თან, რამდენიმე წლის წინ კი შექმნა საკუთარი ბრენდი სახელად - Vetements, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრ ცნობილ ადამიანსაც აცვია.

244447698-1741341946253281-6614626887374107024-n-1633357108.jpg

244079247-1741315492922593-7044551536212620821-n-1633357121.jpg

ნინი ქეთელაური