მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 236 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 236 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.8 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 213 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.1 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 44.6 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.8 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.